აქ განვიხილავთ მხოლოდ უშიშროებისთვის სახარბელო ლინუქსის დისტრიბუტივებს რომლების დაყენებაც დაგეხმარებათ ჰაკინგის დახვეწაში.

ლინუქსი სახელგანთქმულია ჰაკერობის სფეროში, ეს იმიტომ რომ მისთვის მრავალი ხელსაწყოა დამზადებული ჰაკერული ოპერაციების ჩასატარებლად. ეს დისტრიბუტივები არიან Live CD-ები, მაგრამ მათი დაყენებაც შეგიძლიათ.

Kali Linux (Backtrack-ის წარმომავალი)

ყველაზე განთქმული. უამრავი რამის გაკეთება შეგიძლია: უმართული ქსელების გატეხვა, ექსპლოიტების წერა და გაშვება, ვებ საიტების და ვებ პროგრამების ტესტირება, სოციალური ინჟინერია და სხვა.

  • ფუძე: Debian და Ubuntu
  • user interface: KDE ან Gnome
  • ვებ-გვერდი: http://www.kali.org/

BackBox Linux

იგი არის სწრაფი, ამით დისტრიბუტივს მოყვება ხელსაწყოები რომ შეუდგეთ საქმეს როგორიცაა: forensic analysis, დოკუმენტაცია და რეპორტინგი, reverse engineering, ხელსაწყოები როგორც dradis, ettercap, john, metasploit, nmap, Social Engineering Toolkit, sleuthkit, w3af, weevely, wireshark, etc. ეს დისტრიბუტივი შედის Open Soluzioni-ის პროექტში.

Node Zero

ამ დისტრიბუტივს ყურადღება გამახვილებული აქვს IPv6 მიმართ და მრავალ ხელსაწყოს გთავაზობთ ამ მხრივ: alive6, detect-new-ip6, dnsdict6, dos-new-ip6, fake-advertise6, fake-mipv6, fake_mld6, fake_router6, implementation6, implementation6d, parasite6, recon6, redir6, rsmurf6, sendpees6, smurf6, toobig6, and trace6. რათქმაუნდა სხვა პროგრამებიც მოჰყვება სხვა სფოროებისთვის.

Blackbuntu

მას გააჩნია ხელსაწყოები სხვადასხვა კატეგორიის სფეროებისთვის: ინფორმაციის მოპოვება, ქსელის ანალიზი, სისუსტეების (ბუგების) ძებნა, კომპიუტერში შეძრომა, პრივილეგიების მიმატება, ბექდორები, უმართულო ქსელის ანალიზი, VOIP-ს ანალიზი,reverse engineering და სხვა როგორც macchanger და lynis.

Samurai Web Testing Framework

ამ დისტრიბუტივის მიზანია რომ მომხმარებელს შეეძლოს ვებ საიტების ჰაკერობა, ისე რომ არაფერი არ დააზიანოს, ამიტომ ამ დისტრიბუტივს თან მოჰყევა სუსტად კონფიგურირებული და დაწერილი ვებ პროგრამები, სპეციალურად დამზადებული, რომ დაჰაკოთ და ისწავლოთ ვებ ჰაკერობის პროცესები.

Knoppix STD

ამ დისტრიბუტივის მინუსი ის არის რომ ბოლო ვერსია 2009 წელს გამოვიდა მაგრამ მისი პლიუსი არის თავისი კრიპტოგრაფიული სექცია.

  • ფუძე: Knoppix
  • user interface: Fluxbox
  • ვებ-გვერდი: http://s-t-d.org

Pentoo

ამის ბოლო ვერსიაც 2009 წელს გამოვიდა. სხვა კომპიუტერში შესახწევად კარგი ხელსაწყოების კოლექცია აქვს, Cuda/OPENCL კრეკინგი და GPU-ზე ბაზირებული გატეხვის პროგრამა pyrit.

  • ფუძე: Gentoo
  • user interface: Enlightenment E17
  • ვებ-გვერდი: http://www.pentoo.ch

WEAKERTH4N Linux

ხაზი არის გასმული უმართული ქსელებზე და კომპიუტერებში შეძვრომაზე, აგრეთვე არის ხელსაწყოები სხვა თემებზე.

Matriux Krypton

ამ დისტრიბუტივით შეგიძლიათ მრავალი ხელსაწყოებით ისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის შეტევებისთვის: სხვა კოპიუტერში შეძვრომა, სისტემის და ქსელის ადმინისტრაცია, კიბერ forensics, უშიშროების ტესტირება, სისუსტეების (ბუგების) ძებნა/ანალიზი, ექსპლოიტების წერა და გაშვება, კრეკინგი და სხვა.

Network Security Toolkit (NST)

გთავაზობთ საინფორმატიკო უშიშროების საუკეთესო პროგრამებს. იგი აგრეთვე მუშაობს მოძველებულ კოპიუტერებზე (პენტიუმ ორი). ამავე დროს შეუძლია ქსელური მოძრაობის ანალიზი, შეტევების დეტექტირება, ქსელური პაკეტების შექმნა, უმართულო ქსელის მონიტორინგი, ქსელის სკანირება და სხვა.

ლინუქსი/დისტრიბუტივები.txt · Last modified: 2013/05/31 21:20 by dzvelivereli
Back to top
Public Domain
chimeric.de = chi`s home Valid CSS Driven by DokuWiki do yourself a favour and use a real browser - get firefox!! Recent changes RSS feed Valid XHTML 1.0